შოდოს მასტერკლასი და კალიგრაფიის ლექცია იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკას მიერ
2024/12/13
2024 წლის 12 დეკემბერს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ ქართულ სასწავლებელში გამართა შოდოს (იაპონური კალიგრაფია) დემონსტრაცია და კალიგრაფიის თემაზე ლექცია წაიკითხა.
შოდო იაპონური სახვითი ხელოვნების ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. კალიგრაფიული ნამუშევრებს დიდად აფასებენ ვინაიდან ისინი გამოხატავენ სულიერ სიღრმეს და სილამაზეს კანჯის, ანუ იეროგლიფების, და კანას, ანუ იაპონური ანბანის ასოებს, რომლებიც დაწერილია ფუნჯით და მელნით ბრინჯის თხელ ქაღალდზე. 2021 წელს „შოდო“ იქნა შეყვანილი იაპონიის ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ტრადიციული ფუნჯის შტრიხებითა და ტექნიკით, შოდო ასევე ღრმად დაკავშირებულია ზენის კულტურასთან და ხაზს უსვამს ბალანსს, სილამაზეს და მოძრაობის დინებას.
ღონისძიებაზე ელჩმა ახსნა „შოდოს“ მნიშვნელობა და მისი ადგილი იაპონურ კულტურაში. შემდეგ, ბატონმა იშიძუკამ „შოდოს“ სტილში დაწერა „გველის“ იეროგლიფი, რომელიც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2025 წლის ნიშანია. დემონსტრაციის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ შანსი გამოეცადათ თავი და თავად დაეწერათ „გველის“ იეროგლიფი და ასევე საკუთარი სახელები კატაკანათი
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო იაპონია-საქართველოს შორის კულტურული გაცვლის გაღრმავება. ღონისძიებაზე მონაწილე სტუდენტებმა და მასწავლებლებმა გამოხატეს მათი ენთუზიაზმი.