ელჩი იშიძუკა დაესწრო თანამედროვე ხელოვნების გამოფენას
2024/12/20
19 დეკემბერს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი მიწვეული იყო თბილისის მერიისა და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით ორგანიზებულ გამოფენაზე“Handmade Print Festival-Beyond”. ელჩმა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები გაცვალა ღონისძიების ორგანიზატორი ფონდის Art Caucasus Foundation-ის დირექტორთან, ქ-ნ ნანა ყირმელაშვილთან და გამოფენაში მონაწილე თანამედროვე მხატვრებთან.

