საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შესახებ

2025/2/18

იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს.

აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.

 

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.