Იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამრთული მიღება
27 თებერვალს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მეუღლესთან ერთად, სასტუმრო პულმანში იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.
Ქართული სასწავლებლის გუნდის მიერ იაპონიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, ელჩმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ღონისძიება (ლინკი), რის შემდეგაც სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხანგრძლივ და ღრმა ისტორიაზე, და სტუმრების სახელით, ისურვა მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.
ღონისძიებას 250-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები, ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. Მიღებაზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდები, მათ შორის, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და მოხალისეთა პროგრამის (JOCV) შესახებ, რომელიც წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე ნაჩვენები იყო სხვადასხვა საინფორმაციო და სარეკლამო ვიდეოკლიპები: იაპონიის ადგილობრივი მთავრობების და კომპანიების საქმიანობის შესახებ, იაპონური ადგილობრივი თემებისა და კულტურის მიმზიდველობის, და საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროექტების შესახებ.
Მიღებაზე ელჩის რეზიდენციის შეფმა მოამზადა სუში, რომელიც ბევრმა სტუმარმა დააგემოვნა, ასევე სტუმრებმა ისიამოვნეს იაპონური ჩაით და საკეთი.
აღნიშნული მიღების შედეგებზე დაყრდნობით, საელჩო მიმდინარე წელსაც გააგრძელებს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.