ვაკანსია: ელჩის თანაშემწე
2025/4/17
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ელჩის თანაშემწის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაიწყებს 2025 წლის ივნისიდან.
ა. მოვალეობები:
- ელჩის განრიგის მართვა, მათ შორის შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების მიღება
- ელჩისთვის გამოსასვლელი სიტყვების, დოკუმენტებისა და წერილების მომზადება
- საელჩოს პრეს-რელიზებისა და სოციალური ქსელში განსათავსებელი პოსტების მომზადება, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა აქტივობებში ჩართულობა
- ზეპირი და წერილობითი თარგმნის უზრუნველყოფა ინგლისურ-ქართულ ენებზე
- ქართველ პარტნიორებთან, დიპლომატიურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა თუ პირისპირი კომუნიკაცია
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაზე ანგარიშების მომზადება
ბ. მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრი და უფრო მაღალი საფეხური)
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება იაპონური ენის კარგად ცოდნა)
- თანაშემწის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint, etc.) სრულყოფილი ცოდნა
- ბიზნეს ეტიკეტის საბაზისო ცოდნა (დიპლომატიური პროტოკოლის ცოდნა ითვლება უპირატესობად)
- თანამშრომლობითი პიროვნული მახასიათებლები და პოზიტიური დამოკიდებულება
გ. პირობები:
- პოზიცია-სრული განაკვეთი, დაწყების თარიღი-2025 წლის ივნისი (გამოსაცდელი პერიოდი-პირველი ექვსი თვე)
- სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:45-მდე (შუადღის შესვენება 13:00-დან 14:00-მდე)
- შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა
- ანაზღაურება: საელჩოს სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად
დ. აპლიკაცია:
1. ყველა დოკუმენტი, გარდა სერტიფიკატების ასლებისა და რეკომენდაციის წერილ(ებ)ისა (იხ. ქვემოთ), უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე
(1) სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე), უახლესი ფოტოსურათით
(2) რელევანტური საგანმანათლებლო დაწესებულებების სერტიფიკატის ასლი
(3) რეკომენდაციის წერილ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
2. ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს კონვერტით, არა-უგვიანეს 2025 წლის 16 მაისისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იაპონიის საელჩოს მისამართზე: 64ბ ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162. (დოკუმენტები ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე admin@tb.mofa.go.jp, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბმულის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს ერთ მეილში).
3. პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან დაინიშნება გასაუბრება. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილება გასაუბრებაზე.