ინფორმაცია იაპონიის მთავრობის 2026 წლის სტიპენდიების შესახებ (ბაკალავრის პროგრამა, ტექნოლოგიის კოლეჯის (კოსენი) პროგრამა, სპეციალიზებული პროგრამა, მკვლევარის პროგრამა)

2025/4/28
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2026 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.
 
განაცხადების წარდგენა
ყველა აპლიკანტმა უნდა წარადგინოს სავალდებულო სააპლიკაციო დოკუმენტები ორ ფორმატში — ფიზიკურ და ციფრულ ვერსიაში — იაპონიის საელჩოში, არაუგვიანეს 2025 წლის 6 ივნისისა (პარასკევი).
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია აღნიშნულ ვადაში, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ საელჩოს.
 
დოკუმენტების მიღება
[ფიზიკური ვერსია]
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ შესაბამისი განაცხადის ინსტრუქცია და დარწმუნდეთ რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და დოკუმენტების სრულყოფილებაში, სანამ მათ იაპონიის საელჩოში წარადგენთ.
არასრული განაცხადის შემთხვევაში, თქვენი განაცხადი შეიძლება არ იქნას მიღებული.
ვადა: 2025 წლის 6 ივნისი (პარასკევი), 17:00 საათი (საქართველოს დროით) (უნდა ჩაბარდეს ამ ვადამდე)
 
[ციფრული ვერსია]
აპლიკაციის ციფრული ვერსია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე: MEXT2025@tb.mofa.go.jp
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს)
ელფოსტის სათაური უნდა იყოს: “Application: MEXT for Georgian Students 2025”
ვადა: 2025 წლის 6 ივნისი (პარასკევი), 17:00 საათი (საქართველოს დროით) (უნდა იყოს გაგზავნილი ამ ვადამდე)
 
აპლიკაციის ინსტრუქციები და დოკუმენტები:
1. საბაკალავრო პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html
2. ტექნოლოგიის კოლეჯის (KOSEN) პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-technology.html
3. სპეციალიზებული სასწავლო კოლეჯის პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-specialized.html
4. მკვლევარის პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-research.html
 
სამედიცინო ცნობა (ყველა პროგრამისთვის საერთო ფორმა)
 
შერჩევის ეტაპები:
1. წერითი გამოცდა: ივნისის ბოლო
2. გასაუბრება: ივლისის დასაწყისი
წარმატებულ აპლიკანტებს საელჩო ინდივიდუალურად შეატყობინებს გამოცდისა და გასაუბრების თარიღსა და ადგილს. გამოცდის საგნებზე დეტალური ინფორმაცია მითითებულია აპლიკაციის ინსტრუქციაში.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
იაპონიის საელჩო საქართველოში
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის განყოფილება
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, თბილისი, 0162 (მე-9 სართული)
ტელეფონი: +995-32-275-2111 (სამუშაო დღეებში 09:00-13:00, 14:00-17:45)
ელფოსტა: MEXT2025@tb.mofa.go.jp