JTI კავკასიის დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2025/5/15

14 მაისს, იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, JTI კავკასიას ელჩის სიგელი გადასცა.

2011 წელს დაარსების დღიდან, JTI კავკასიამ თავისი ბიზნეს აქტივობებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. სათემო ინივიატივების მეშვეობით კი, კომპანია მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს ადგილობრივი თემის მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, JTI კავკასია აქტიურად უწყობს ხელს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირების გამყარებას.

კომპანიის მიღწევების აღიარების ნიშნად, ელჩმა იშიძუკამ JTI კავკასიის გენერალურ მენეჯერს, ბატონ თომას ადამსს სიგელი გადასცა.

※იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.