ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით დაჯილდოების ცერემონია - ქ-ნი ეთერ სვანიძე, ქართული სასწავლებლის დირექტორი

2025/6/13
12 ივნისს, იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, ქართული სასწავლებლის დირექტორს, ქ-ნ ეთერ სვანიძეს, როგორც 2025 წლის გაზაფხულის უცხოელი მოქალაქეების ორდენის ერთ-ერთ მიმღებს, ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი გადასცა.

ქართული სასწავლებლის დაარსების დღიდან — 1995 წლიდან — ქალბატონი ეთერ სვანიძე, როგორც სკოლის დირექტორი, აქტიურად ეწევა იაპონური ენის სწავლებასა და იაპონური კულტურის პოპულარიზაციას მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაც ხელს უწყობს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. 2022 წელს, იაპონური ენის განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, სკოლას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგელი გადაეცა. წელს სკოლაში აღინიშნება იაპონური ენის სწავლების 30 წლის იუბილე.

ელჩმა იშიძუკამ დააფასა ქ-ნი ეთერის ხანგრძლივი ერთგულება იაპონური ენის განათლებისა და კულტურული გაცვლის განვითარებაში და გადასცა ორდენი და სამადლობელი წერილი, რისთვისაც ქ-ნმა ეთერიმ გულწრფელი მადლიერება გამოხატა.