იაპონიის ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ იაპონურ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მოკვლევის მისიის წარმომადგენლებს რეზიდენციაში უმასპინძლა
2025/6/18
16 ივნისს, იაპონიის ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში უმასპინძლა იაპონურ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატის (JGCCI) მიერ ორგანიზებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მოკვლევის მისიის წარმომადგენლებს და გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა კაორი იშიკავამ, მისიას გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა. დაახლოებით 40 მონაწილისგან შემდგარი მისია ასევე ესტუმრა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA).
