იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი იშიძუკა ჰიდეკის ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქ-ნ მარიამ ქვრივიშვილთან

2025/7/9
9 ივლისს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქ-ნ მარიამ ქვრივიშვილს ეწვია. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა საქართველოს, 2027 წელს დაგეგმილ საერთაშორისო მებაღეობის გამოფენაში (International Horticultural Expo 2027) მონაწილეობისკენ მოუწოდა და ასევე, შეხვედრაზე გაიცვალა მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის იაპონური კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების სამართლებრივი დაცვის საკითხი.   

(მითითება) საერთაშორისო მებაღეობის გამოფენა 2027 GREENxEXPO 2027 რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც უმაღლესი დონის მსოფლიო მებაღეობის გამოფენა, 2027 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით იოკოჰამაში გაიმართება. „პეიზაჟები ბედნიერების მომავალზე“-ს თემატიკით, გამოფენა მიზნად ისახავს მებაღეობისა და ლანდშაფტის საკითხების გლობალურ დონეზე პოპულარიზაციას, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანის მიზნით და ისეთი სოციალური გამოწვევების გადაჭრისთვის, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. 

ფოტოები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო