ვაკანსია: რეზიდენციის მომსახურე პერსონალი
2025/8/29
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას რეზიდენციის მომსახურე პერსონალის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი მუშაობას დაიწყებს 2025 წლის ოქტომბრის ბოლოდან.
ა. სამუშაოს აღწერა:
ბ. მოთხოვნები:
გ. პირობები:
დ. განაცხადი:
ა. სამუშაოს აღწერა:
- ყოველდღიური ზოგადი სამუშაოების შესრულება რეზიდენციაში
- რეზიდენციის შიდა და გარე სივრცეების დასუფთავება
- ოფიციალურ ვახშმებსა და წვეულებებზე სტუმრების მიღება, მზარეულის დახმარება და მაგიდის მომსახურება
- რეზიდეციის ინვენტარისა და აღჭურვილობის შენახვა და მოვლა
- საჭირო პროდუქტების, საკვებისა და სასმელების აღრიცხვა და საყიდლების ორგანიზება
- უსაფრთხოების საკითხების მართვა
- სხვა მოვალეობების შესრულება, საელჩოს მოთხოვნის შესაბამისად
ბ. მოთხოვნები:
- სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურე პერსონალად მუშაობის გამოცდილება. VIP სტუმრების მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- არ უნდა იყოს ნასამართლევი
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია ინგლისურ და ქართულ ენებზე
- ქართული საზოგადოების, წესებისა და ეტიკეტის სიღრმისეულად ცოდნა
- თანამშროლობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება
გ. პირობები:
- პოზიცია- სრული განაკვეთი; დაწყების პერიოდი- 2025 წლის ოქტომბერი
- სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:45-მდე (შუადღის შესვენება 13:00-დან 14:00-მდე)
- შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა (ზეგანაკვეთური ანგარიშდება საელჩოს მიერ განსაზღვრული საათობრივი ანაზღაურების შესაბამისად)
- ანაზღაურება: საელჩოს სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
დ. განაცხადი:
- ყველა დოკუმენტი, გარდა სერტიფიკატების ასლებისა და რეკომენდაციის წერილ(ებ)ისა (იხ. ქვემოთ), უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე
- განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე), უახლესი (უკანასკნელი 3 თვის) ფოტოსურათით
- რელევანტური საგანმანათლებლო დაწესებულებების სერტიფიკატის ასლი
- რეკომენდაციის წერილ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
- ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს კონვერტით, არა-უგვიანეს 2025 წლის 19 სექტემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იაპონიის საელჩოს მისამართზე: 64ბ ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162. (დოკუმენტები ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე admin@tb.mofa.go.jp, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბმულის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს ერთ მეილში).
- პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან დაინიშნება გასაუბრება. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილება გასაუბრებაზე.