ვაკანსია: რეზიდენციის მომსახურე პერსონალი (დიასახლისი)
2025/9/30
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას რეზიდენციის მომსახურე პერსონალის (დიასახლისის) პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი მუშაობას დაიწყებს 2025 წლის ნოემბრის ბოლოდან.
ა. სამუშაოს აღწერა:
ბ. მოთხოვნები:
გ. პირობები:
დ. განაცხადი:
ა. სამუშაოს აღწერა:
- რეზიდენციის შიდა (იატაკი, ავეჯი, ფანჯრები, სააბაზანოები, საძინებლები და ა.შ.) და გარე (ტერასები, შესასვლელები, გარე ავეჯი და ა.შ.) სივრცეების დასუფთავება
- ტანსაცმლისა და თეთრეულის გარეცხვა, დაუთოება, დაკეცვა და დალაგება/ორგანიზება.
- ოფიციალურ ვახშმებსა და წვეულებებზე სტუმრების მიღება, მზარეულის დახმარება და მაგიდის მომსახურება
- რეზიდეციის ინვენტარისა და აღჭურვილობის შენახვა და მოვლა
- საჭირო პროდუქტების, საკვებისა და სასმელების აღრიცხვა და საყიდლების ორგანიზება
- სხვა მოვალეობების შესრულება, საელჩოს მოთხოვნის შესაბამისად
ბ. მოთხოვნები:
- სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურე პერსონალად მუშაობის გამოცდილება. VIP სტუმრების მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- არ უნდა იყოს ნასამართლევი
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია ქართულ ენაზე (სასურველია ინგლისურ ენაზეც)
- ქართული საზოგადოების, წესებისა და ეტიკეტის სიღრმისეულად ცოდნა
- თანამშროლობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება
გ. პირობები:
- პოზიცია- სრული განაკვეთი; დაწყების პერიოდი- 2025 წლის ნოემბრის ბოლოდან
- სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:45-მდე (შუადღის შესვენება 13:00-დან 14:00-მდე)
- შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა (ზეგანაკვეთური ანგარიშდება საელჩოს მიერ განსაზღვრული საათობრივი ანაზღაურების შესაბამისად)
- ანაზღაურება: საელჩოს სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
დ. განაცხადი:
- ყველა დოკუმენტი, გარდა სერტიფიკატების ასლებისა და რეკომენდაციის წერილ(ებ)ისა (იხ. ქვემოთ), უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე
- განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე), უახლესი (უკანასკნელი 3 თვის) ფოტოსურათით
- რელევანტური საგანმანათლებლო დაწესებულებების სერტიფიკატის ასლი
- რეკომენდაციის წერილ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
- ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს კონვერტით, არა-უგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იაპონიის საელჩოს მისამართზე: 64ბ ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162. (დოკუმენტები ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე admin@tb.mofa.go.jp, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბმულის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს ერთ მეილში).
- პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან დაინიშნება გასაუბრება. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილება გასაუბრებაზე.