ვაკანსია თანაშემწის პოზიციაზე

2025/11/21
იაპონიის საელჩო საქართველოში
 
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას  თანაშემწის პოზიციაზე, ქვემოთ აღწერილი სამუშაოს შესასრულებლად. შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაიწყებს 2026 წლის მარტის დასაწყისიდან.
 
ა. ძირითადი მოვალეობები:
 
  • საელჩოს კულტურული და აკადემიური ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება და ჩატარება
  • ქართველ პარტნიორებთან, დიპლომატიურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა თუ პირისპირი კომუნიკაცია
  • ზეპირი და წერილობითი თარგმნის უზრუნველყოფა ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე
  • დიპლომატების სამუშაო განრიგების მართვა, შეხვედრების ორგანიზება და მიმღების ფუნქციების უზრუნველყოფა
  • წერილებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშების მომზადება
  • ქართულ-იაპონურ კულტურულ, აკადემიურ და სპორტულ თემებზე მასალების დამუშავება
 
ბ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი და უფრო მაღალი საფეხური)
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფალი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია (მოითხოვება იპონურის ენის ცოდნა სამუშაო დონეზე: JLPT-ის N.2 დონე და მაღლა ან JLCAT-ის С1 დონე და მაღლა)
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint, და სხვ.) სრულყოფილი ცოდნა
  • ქართული და იაპონური საზოგადოების კარგი ცოდნა
  • თანამშრომლობის უნარი და საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
  • გუნდზე-ორიენტირებულობა
 
გ. დასაქმების პირობები:
  • სრული განაკვეთი, დაწყების პერიოდი- 2026 წლის მარტის დასაწყისი (გამოსაცდელი პერიოდი- პირველი ექვსი თვე)
  • სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:45-მდე (შუადღის შესვენება 13:00-დან 14:00-მდე)
  • შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა და მივლინებები
  • ანაზღაურება: საელჩოს სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად
 
დ. განაცხადი:
  1. ყველა დოკუმენტი, გარდა სერტიფიკატების ასლებისა და რეკომენდაციის წერილ(ებ)ისა (იხ. ქვემოთ), უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე
    • განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე), უახლესი (უკანასკნელი 3 თვის) ფოტოსურათით
    • რელევანტური საგანმანათლებლო დაწესებულებების სერტიფიკატის ასლი
    • რეკომენდაციის წერილ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
    • იაპონური ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
 
  1. ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს კონვერტით, არა-უგვიანეს 2025 წლის 12 დეკემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იაპონიის საელჩოს მისამართზე: 64ბ ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162. (დოკუმენტები ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე admin@tb.mofa.go.jp, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბმულის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს ერთ მეილში).
 
  1. პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან დაინიშნება წერითი გამოცდა და გასაუბრება. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილება გასაუბრებაზე.