იაპონური ანიმაციური ფილმის ჩვენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025/11/26
25 ნოემბერს, იაპონიის საელჩომ საქართველოში, იაპონიის ფონდის თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა იაპონური ანიმაციური ფილმის “ზღვის შვილების” ჩვენება. ღონისძიებას 50-მდე სტუდენტი და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა და იმართებოდა “იაპონური კინოს ფესტივალის” ფარგლებში. 

ფილმი მოწოდებული იყო იაპონიის ფონდის მიერ, საზღვარგარეთ იაპონიის საელჩოების კულტურული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით.