იაპონური ანიმაციური ფილმის ჩვენება ბრიტანულ უნივერსიტეტში

2025/11/28

27 ნოემბერს, იაპონიის საელჩომ საქართველოში, იაპონიის ფონდის თანამშრომლობით, ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ “იაპონიის დღის” ფარგლებში ჩაატარა იაპონური ანიმაციური ფილმის “ზღვის შვილების” ჩვენება. ღონისძიებას 25-მდე სტუდენტი და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა და იმართებოდა “იაპონური კინოს ფესტივალის” ფარგლებში.  

ფილმი მოწოდებული იყო იაპონიის ფონდის მიერ, საზღვარგარეთ იაპონიის საელჩოების კულტურული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით.