იაპონიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო IWAG-ის საშობაო ბაზრობაში
2025/12/1
29 ნოემბერს, იაპონიის საელჩო საქართველოში შეუერთდა საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) მიერ ორგანიზებულ რიგით 25-ე საშობაო ბაზრობას, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში.
იაპონიის საელჩოს სტენდზე ტრადიციულ სამოს "ჰაპისა" (Happi) და "კიმონოსთან" (Kimono) ერთად, იაპონური კულტურის გაცნობის მიზნით, წარმოდგენილი იყო იაპონური კერამიკა და ოკინავური ტკბილეული.
შეგროვებული თანხა, IWAG-ის მეშვეობით სრულად გადაეცემა საქართველოში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.


