იაპონური ფილმის ჩვენება თავისუფალ უნივერსიტეტში

2025/12/15
13 დეკემბერს, იაპონიის საელჩომ საქართველოში, იაპონიის ფონდის თანამშრომლობით, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართა იაპონური ანიმაციური ფილმის “მენტაი პირირის” ჩვენება. ღონისძიებას 25-მდე სტუდენტი და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა და იმართებოდა “იაპონური კინოს ფესტივალის” ფარგლებში.
ფილმი მოწოდებული იყო იაპონიის ფონდის მიერ, საზღვარგარეთ იაპონიის საელჩოების კულტურული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით.