ვაკანსია თანაშემწის პოზიციაზე

2025/12/17
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თანაშემწის პოზიციაზე, ქვემოთ აღწერილი სამუშაოს შესასრულებლად. შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაიწყებს 2026 წლის თებერვლის დასაწყისიდან.
 
ა. ძირითადი მოვალეობები:
 
  • საელჩოს ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება და ჩატარება
  • ქართველ პარტნიორებთან, დიპლომატიურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა თუ პირისპირი კომუნიკაცია
  • ზეპირი და წერილობითი თარგმნის უზრუნველყოფა ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • დიპლომატების სამუშაო განრიგების მართვა, შეხვედრების ორგანიზება და მიმღების ფუნქციების უზრუნველყოფა
  • საკონსულოსთან დაკავშირებული კომუნიკაცების უზრუნველყოფა (ტელეფონით,ელ. ფოსტითა თუ პირისპირ)
  • წერილებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშების მომზადება
 
ბ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი და უფრო მაღალი საფეხური)
  • ქართულ და ინგლისურ (C1 დონე ან უფრო მაღალი. ოფიციალური ILTS 7.0 ან უფრო მაღალი/TOEFL iBT 100 ან უფრო მაღალი) ენებზე თავისუფალი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია. სასურველია იაპონური ენის ცოდნა, მაგრამ არა სავალდებულო.
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint, და სხვ.) სრულყოფილი ცოდნა
  • ქართული საზოგადოებისა და იაპონური კულტურის კარგი ცოდნა
  • თანამშრომლობის უნარი და საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
  • გუნდზე-ორიენტირებულობა
 
გ. დასაქმების პირობები:
  • სრული განაკვეთი, დაწყების პერიოდი- 2026 წლის თებერვლის დასაწყისი (გამოსაცდელი პერიოდი- პირველი ექვსი თვე)
  • სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 17:45-მდე (შუადღის შესვენება 14:00-დან 15:00-მდე)
  • შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა და მივლინებები
  • ანაზღაურება: საელჩოს სახელფასო პოლიტიკის შესაბამისად
 
დ. განაცხადი:
  1. ყველა დოკუმენტი, გარდა სერტიფიკატების ასლებისა და რეკომენდაციის წერილ(ებ)ისა (იხ. ქვემოთ), უნდა იყოს შევსებული ინგლისურ ენაზე
    1. განაცხადის ფორმა (ინგლისურ ენაზე), უახლესი (უკანასკნელი 3 თვის) ფოტოსურათით
    2. რელევანტური საგანმანათლებლო დაწესებულებების სერტიფიკატისა და აკადემიური ნიშნების ფურცელის ასლი
    3. რეკომენდაციის წერილ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
    4. იაპონური ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
 
  1. ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს კონვერტით, არა-უგვიანეს 2025 წლის 21 დეკემბრისა, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იაპონიის საელჩოს მისამართზე: 64ბ ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162. (დოკუმენტები ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს საელჩოს ელ-ფოსტაზე admin@tb.mofa.go.jp, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბმულის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5MB-ს ერთ მეილში).
 
  1. პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან დაინიშნება წერითი გამოცდა და გასაუბრება. სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილება გასაუბრებაზე.