ბ-ნ გიორგი სვანიძის დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2025/12/18
19 დეკემბერს, იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკამ დააჯილდოვა საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი სვანიძე.
 
ბატონი სვანიძე, ერთ-ერთი წამყვანი მეწარმეა და მრავალ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, აზიაში და სხვა ქვეყნებში. 2022 წლიდან, საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის რანგში კი, მან ბიზნეს ლიდერების დაახლოებით, აქტიურად შეუწყო ხელი იაპონია-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.
 
იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილი ნების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ელჩმა იშიძუკამ ბატონ სვანიძეს გადასცა მადლობის სიგელი.
 
※ იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.