იაპონური ფილმის ჩვენება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

2026/2/16
13 თებერვალს, იაპონიის საელჩომ საქართველოში, იაპონიის ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ფილმის “Mentai Piriri” ჩვენება გამართა. ჩვენებას  უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი და პედაგოგი დაესწრო.

ფილმის წარდგენა, საზღვარგარეთ იაპონიის საელჩოების კულტურული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით, უზრუნველყო იაპონიის ფონდმა.