იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამრთული მიღება
2026/3/2
26 თებერვალს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მეუღლესთან ერთად, სასტუმრო პულმანში იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.
ქართული სასწავლებლის გუნდის მიერ იაპონიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, ელჩმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ღონისძიება, რის შემდეგაც სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხანგრძლივ და ღრმა ისტორიაზე და ისურვა მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი კულტურის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. იაპონიის თვითმმართველობების, მათ შორის ოკინავასა და ჰოკაიდოს პრეფექტურების წარდგენასთან ერთად, მოეწყო სტენდები, სადაც სტუმრებს შეეძლოთ გაცნობოდნენ იაპონური კულტურის სხვადასხვა აპექტებს, იაპონიის ოფიციალური დახმარების პროგრამას (ODA), და დაეგემოვნებინათ იაპონური საკე და ჩაი.
ელჩის რეზიდენციის შეფ-მზარეულმა სტუმრებს სუშის მომზადების ტექნიკა აჩვენა, ხოლო ცნობილმა სომელიემ, ბატონმა ზაზა გრიგალაშვილმა კი იაპონური ალკოჰოლური სასმელების შერჩეული კოლექცია წარადგინა. სტუმრებმა ისიამოვნეს სუშით, იპონიიდან ჩამოტანილი ზღვის პროდუქტებით, იაპონური ჩაით, სხვადასხვა სახეობის საკეთი და სხვა გამორჩეული პროდუქტებით.
აღნიშნული მიღების შედეგებზე დაყრდნობით, საელჩო მიმდინარე წელსაც გააგრძელებს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.