საქართველო–იაპონიის ბიზნეს ფორუმს 2026

2026/3/9
6 მარტს, იაპონიის საელჩომ საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნეს ასოციაციასთან და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისთან პარტნიორობით, თბილისში, წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერით, უმასპინძლა საქართველოიაპონიის ბიზნეს ფორუმს 2026“.

ფორუმის მთავარი თემა იყო - იაპონური ბიზნესი საქართველოშიხიდი შუა დერეფნისკენ და მასში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო თანამდებობის პირებმა, წამყვანი იაპონური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა. ფორუმზე განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინვესტიციები, განახლებადი ენერგია, მწვანე დაფინანსება, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა.

ფორუმზე, იაპონიის საელჩოსა და საქართველო–იაპონიის ბიზნეს ასოციაციას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ინსტიტუციური და ბიზნეს თანამშრომლობის გაფართოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საქართველოში იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის თემის აქტუალობას და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი და მზარდი როლი შუა დერეფანში, განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და ხალხთა შორის კავშირების განვითარებაში. მან ასევე ისაუბრა იაპონიის ინიციატივაზე „CA+JAD Tokyo Initiative“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გამოცხადდა და მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ფართო რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

იაპონიის საელჩო გულწრფელ მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, პარტნიორს, მომხსენებელსა და მონაწილეს, რომლებმაც ფორუმის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.