ელჩის ვიზიტი ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ტოიოოკასა და საგას პრეფექტურის ქალაქ ჰინოში

2026/3/26
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი  12 მარტს ჰიოგოს პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ტოიოოკაში, ხოლო 13 მარტს საგას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ჰინოში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს, ელჩმა იაპონიასა და საქართველოს შორის ადგილობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალა ტოიოოკას მერ კადომასთან და ჰინოს მერ ჰორიესთან.
 
გარდა ამისა, ელჩმა იშიძუკამ ტოიოოკასა და ჰინოს ტურისტული რესურსები დაათვალიერა და მოსაზრებები გაცვალა ორივე მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთანაც.