იაპონური  ენის  პროგრამა  უცხოელი  სტუდენტებისთვის   (წარჩინებული  სტუდენტები) 2026 

2026/4/3
სასწავლო  პროგრამა  ხორციელდება  იაპონიის  ფონდის  მიერ  და  მიზნად   ისახავს   საზღვარგარეთ  იაპონური  ენის  სასწავლო  დაწესებულებებში  წარმატებით  მომზადებული  სტუდენტების  მიწვევას  იაპონიაში,  სადაც  ლექციების  მეშვეობით,  ორი  კვირის  განმავლობაში  (2026  წლის  2-16  სექტემბერი),  უკეთ  გაეცნობიან  იაპონურ  ენას,  კულტურასა  და  საზოგადოებას.  ამასთან,  პროგრამა  ხელს  შეუწყობს  სტუდენტების  იაპონური   ენის  შესწავლისადმი  მოტივაციის  გაზრდას. 
  
1.  ინსტრუქცია 
პროგრამის  დეტალებისა  და  მონაწილეობის  კრიტერიუმების  შესახებ  ინფორმაცია  იხილეთ  ინსტრუქციაში. 

2.  წარმოსადგენი  დოკუმენტები 
(1)  სააპლიკაციო  ფორმა 
(2)  სააპლიკაციო  ფორმა  განმცხადებლის  შესახებ 
(3)  იაპური ენის  ცოდნის  სერთიფიკატი  (ბოლო  სამი  წლის  განმავლობაში  აღებული) 
(4) ჯანმრთელობის ცნობა და კითხვარი საკვებისა და ალერგიის შესახებ

3.  დოკუმენტების  წარდგენა/განაცხადის  გაკეთების  ვადა 
დოკუმენტების  წარდგენის  ბოლო  ვადა:  2026  წლის  24  აპრილი,  პარასკევი 17:00  საათი 
 
განაცხადის  გაკეთება  უნდა  მოხდეს  შემდეგ  ელექტორნულ  ფოსტაზე:  culture@tb.mofa.go.jp  
(გთხოვთ,  გაითვალისწინოთ,  რომ  ფაილების  ჯამურმა  ზომამ  არ  უნდა   გადააჭარბოს 10 მბ-ს) 

4.  შერჩევის  ეტაპები 
1.  დოკუმენტების  გადარჩევა 
2.  გასაუბრება 

5.  საკონტაქტო  ინფორმაცია 
იაპონიის  საელჩო  საქართველოში 
საზოგადოებასთან  ურთიერთობისა  და  კულტურის  განყოფილება 
ტელეფონი: +995-32-275-2111 (ორშაბათი-პარასკევი  09:00-13:00, 14:00-17:45) 
ელ.ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp