იაპონური ჩაის წარდგენა "საკურას ყვავილობაზე” საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

2026/4/6
5 აპრილს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ქალბატონ ირინე დანელიასთან ერთად, "საკურას ყვავილობის" ღონისძიებას (4-5 აპრილი) დაესწრო. აღნიშნული ღონისძიება თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება, იაპონურ ბაღში დარგული საკურას - იაპონური ალუბლის ხის - აყვავებას ეძღვნება. წელს ის უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ელჩმა გამართა მცირე ლექცია და წარადგინა იაპონური ჩაი იაპონურ ბაღში.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული იაპონური მწვანე ჩაი, რომლითაც მათ ელჩის რეზიდენციის შეფი და რეზიდენციის თანამშრომლები გაუმასპინძლდნენ.
 
 
                                საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ქ-ნი ირინე დანელიას სიტყვა                                                          ელჩი იშიძუკას მცირე ლექცია
 
 
ჩაის სერვისი