მანგას გადაცემის ცერემონია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2026/4/23
21 აპრილს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, დაესწრო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 345 ტომიანი მანგას გადაცემის ცერემონიას. ეს კოლექცია წარმოადგენს პიანისტი, ბატონი უსუი ტოშიკის დონაციას.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ტიტე აროშიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, იაპონური ენის მასწავლებელი და იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტები.
რექტორის, ტიტე აროშიძის მადლიერების სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, ელჩმა იშიძუკამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ გადაცემული წიგნები ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას იპოვონ საერთო ენა იაპონელ ახალგარდებთან კომუნიკაციისას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს სტუდენტების ინტერესს, ხელს შეუწყობს იაპონიის შესახებ ცოდნის ამაღლებას და გაზრდის მოტივაციას უნივერსიტეტში იაპონური ენისა და კულტურის შესასწავლად.