ელჩმა იშიძუკამ შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან
2026/4/23
21 აპრილს, იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ, შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ქალბატონ ელისო ბოლქვაძესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პიანისტი, ბატონი უსუი ტოშიკი.
შეხვედრისას მხარეებმა ხელოვნებასა და კულტურულ თანამშრომლობასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებს.