ელჩი იშიძუკა ცუკუბას უნივერსიტეტის სამეკავშირეო ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრო
2026/5/19
17 მაისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის სამეკავშირეო ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო აკადემიურ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ ახალი სამეკავშირეო ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურებას. ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ ეს ოფისი გახდება მნიშვნელოვანი პლატფორმა იაპონელი და ქართველი მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის საერთო მიზნების მისაღწევად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცუკუბას უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები.