ელჩი იშიძუკას ვიზიტი კასპში

2026/6/12

10 ივნისს, ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, კასპის მუნიციპალიტეტში შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრ, ბატონ ირაკლი მეზურნიშვილსა და კასპის მერს, ბატონ ვახტანგ მაისურაძეს.

შეხვედრის დროს მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ელჩი ასევე ეწვია კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ სასწავლებელს.