ოქროს სხივებითა და ყელის ბაფთით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით დაჯილდოების ცერემონია - პროფესორი ნანა გელაშვილი

2026/6/22
19 ივნისს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე პროფესორ ნანა გელაშვილს, როგორც 2026 წლის გაზაფხულის უცხოელი მოქალაქეების ორდენის ერთ-ერთ მიმღებს, ოქროს სხივებითა და ყელის ბაფთით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი გადასცა. 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გელაშვილმა, მრავალი წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა იაპონური ენის სწავლებისა და იაპონური კულტურის განვითარებაში.  მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზიის ისტორიის ემპირიული კვლევის დარგში. მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მიღწევას წარმოადგენს 2023 წელს უნივერსიტეტში იაპონისტიკის პირველი საბაკალავრო პროგრამის დაარსება. ამ დამსახურებების აღიარების ნიშნად, 2025 წლის აგვისტოში, მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგელი. 

ელჩმა მიულოცა და სიტყვით მიმართა პროფესორ გელაშვილს და განსაკუთრებით აღნიშნა მისი საქართველოში იაპონური კვლევების განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების გაღრმავებაში შეტანილი წვლილი. სიგელისა და ორდენის გადაცემის შემდეგ, პროფესორმა გელაშვილმა საპასუხო სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.