ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ბათუმში გამართულ იაპონური კულტურის ფესტივალს დაესწრო
27 ივლისს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ლექტორის, იაპონისტი ლაშა ბოლქვაძისა და ბსუ-ს ორგანიზებით, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ იაპონური კულტურის ფესტივალს დაესწრო.
ბატონმა ელჩმა აღნიშნულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და მადლობა გადაუხადა ბათუმის მოქალაქეებს იაპონური კულტურისადმი გამოხატული სიყვარულისთვის.
ფესტივალი მიზნად ისახავდა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობასა და საზოგადოებისთვის იაპონური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.




