ელჩმა იშიძუკამ შეხვედრა გამართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან
4 აგვისტოს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტ, პროფესორ კიოსუკე ნაგატასთან ერთად, შეხვედრა გამართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, ბატონ გივი მიქანაძესთან.
შეხვედრაზე ხაზგასმულ იქნა განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის აკადემიური პარტნიორობა, ერთობლივი კვლევები და თანამშრომლობა იაპონიის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მზაობა იაპონიასა და საქართველოს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ.



