ელჩმა იშიძუკამ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტის ლექციაზე
3 აგვისტოს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ კიოსუკე ნაგატას ლექციაზე, რომელიც გაიმართა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ცუკუბას უნივერსიტეტის, ასევე GAU-ს წარმომადგენლები, მათ შორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, სადაც მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი პერსპექტივები საქართველოსა და იაპონიას შორის აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში, პროფესორმა ნაგატამ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით ‘‘საზღვრებს მიღმა: ერებისა და დისციპლინებიდან ინოვაციურ ეკოსისტემებამდე’’. პროფესორი სპარტაკ ხუციშვილი კი წარსდგა ლექციით მაგნიტური ნანომატერიალების შესახებ.




