იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკას ლექცია იაპონიის საგარეო პოლიტიკისა და იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

2026/9/11
9 სექტემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, ცუკუბასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების წინაშე, ელჩის რეზიდენციაში, იაპონიის მთავრობის ‘‘ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონების თავისუფალი და ღია სტრატეგიის (FOIP)’’ შესახებ ლექცია წაიკითხა. აღნიშნულის ძირითადი პუნქტები მდგომარეობს შემდეგში:

・2016 წლის G7-ის ისე-შიმას სამიტზე პრემიერ მინისტრ (აღნიშნული დროისთვის) აბეს მიერ ინიცირებულ ‘‘ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონების თავისუფალ და ღია სტრატეგიაში’’ (FOIP)  საკვანძო მნიშვნელობის იყო აზიასა და აფრიკას შორის კავშირის გაძლიერება, სადაც ნათლად გამოიხატა იაპონიის პოზიცია: დარჩეს საერთაშორისო სამართლის (მათ შორის გაეროს წესდების) ერთგული და იმოქმედოს საერთაშორისო საზოგადოებაში სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის.

・2026 წლის მაისში, პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ გამოაცხადა განახლებული FOIP სტრატეგია.  აღნიშნულის მიხედვით, დამძიმებული საერთაშორისო გარემოს ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებმა, იაპონიის ჩათვლით, გააძლიერონ მედეგობა და დაიცვან ქვეყნის თავისუფლება, ასევე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ყველა ასპექტში: ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რათა ურთიერთდამოკიდებულების სირთულეების გააზრების პარალელურად, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

・ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ხელს უწყობს მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს იაპონიისთვის სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ღია და თავისუფალი სტრატეგიის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. კერძოდ, ‘‘კავშირის გაძლიერების” თვალსაზრისით, რაც განახლებულ FOIP-ში ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. საქართველო ასრულებს სტრატეგიული კარიბჭის როლს, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის მეშვეობით ცენტრალურ აზიასა ევროპას აკავშირებს. ამრიგად, ელჩს სჯერა, რომ იაპონიასა და საქართველოს ერთობლივად შეუძლიათ “საერთაშორისო კეთილდღეობის”  მნიშვნელობის მკვეთრ ზრდასთან ერთად განავითარონ FOIP სტრატეგია.