ელჩი იშიძუკა მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და წაიკითხა ლექცია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გამართულ იკებანას ვორქშოფსა და მასტერკლასზე

2026/9/23

20 სექტემბერს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და წაიკითხა ლექცია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გამართულ იკებანას ვორქშოფსა და მასტერკლასზე.
 

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
 

პროგრამის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სოგეცუ იკებანას ოსტატი იაპონიიდან, ქალბატონი ტანიგუჩი ჩეკო (მასწავლებლის I ხარისხის დიპლომი ''რიჯი''), რომელმაც ბოტანიკურ ბაღში დამსწრე საზოგადოებას გააცნო იკებანას ხელოვნება და ჩაატარა მასტერკლასი.
 

ბატონმა ელჩმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში იკებანას ისტორიისა და მისი კულტურული მნიშვნელობის გადმოცემით, ხაზი გაუსვა კულტურული გაცვლის როლს, იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებაში. მან ასევე აღნიშნა ბოტანიკურ ბაღში არსებული იაპონური ბაღის მნიშვნელობა, როგორც ორი ქვეყნის კულტურული კავშირის სიმბოლო.