2026 წლის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის გადაცემის ცერემონია: „JTI Caucasus“

2026/9/24

24 სექტემბერს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა 2026 წლის იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის მფლობელები საქართველოდან, იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. საქართველოში აღნიშნული საპატიო სიგელის მიმღები გახდა „JTI Caucasus“-ი.

 

2011 წელს დაარსების დღიდან, „JTI Caucasus“-ს, როგორც ერთ-ერთ წამყვან იაპონურ კომპანიას, თავისი ბიზნესსაქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. კომპანია ასევე მრავალი წელია ახორციელებს საზოგადოებრივი ინვესტიციების პროექტებს ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარებისთვის. გარდა ამისა, „JTI Caucasus“წლებია აქტიურად უწყობს ხელს იაპონია-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. 

 

24 სექტემბერს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, სატელეფონო ზარის მეშვეობით „JTI Caucasus“-ის დირექტორს, ბატონ თომას უილიამ ჯონ ადამსს მიულოცა დაჯილდოება და განსაკუთრებით აღნიშნა კომპანიის იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობაში ჩადებული მრავალწლიანი ღვაწლი.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელი გადაეცემათ იმ პირებსა და ჯგუფებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში. გარდა ამისა, საპატიო სიგელის გადაცემის მიზანია იაპონიის საზოგადოებაში დაჯილდოებულთა საქმიანობისადმი ცნობადობისა და მხარდაჭერის ამაღლება.