სიღნაღის მერის, ბატონი მალხაზ ბეგიაშვილის დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2026/9/29
28 სექტემბერს, ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ სიღნაღის მერი, ბატონი მალხაზ ბეგიაშვილი ელჩის სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნული ცერემონია სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. 

ბატონმა ბეგიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრული კავშირის გაღრმავებაში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული ინიციატივების ხელშეწყობაში. მან არაერთხელ ითანამშრომლა იაპონიის საელჩოსთან კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში, მათ შორის 2023 წელს გამართულ იაპონიის ფონდის მოგზაურ გამოფენაში „NINGYO: იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“, ამ წლის თებერვალში გამართული გამოფენა - „იჩირო კიკუტა: სუმი-ეს სული“ და იაპონიის ფონდის მოგზაურ გამოფენაში - „YAKISHIME: მიწის მეტამორფოზა“, რომელიც ამ წლის 28 სექტემბერს გაიხსნა. 

იმავე დღეს, ელჩმა იშიძუკამ ბატონ მალხაზ ბეგიაშვილს გადასცა სიგელი, კულტურული გაცვლის მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის განმტკიცებაში შეტანილი დამსახურების აღსანიშნავად. 

※იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.