ელჩი იშიძუკას ვიზიტი კასპში
10 ოქტომბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკი კასპში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, ბატონ სიმონ გულედანს, კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ვახტანგ მაისურაძესა და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ ირაკლი მეზურნიშვილს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომპანია „Toyota Mobility Shiga“-ს უფროსი მრჩეველი, ბატონი იამანაკა რიუტარო, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შოთა ბეგლარაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრის ფარგლებში ბატონმა იამანაკამ კასპის მერს - ბატონ მაისურაძეს, ქალაქ ჰინოს მერის, ბატონ კაძუჰირო ჰორიეს წერილი გადასცა. წერილის გადაცემა მოჰყვა ქალაქ ჰინოში, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს დელეგაციის საპატიო ვიზიტს, რამაც ხაზი გაუსვა ორ მუნიციპალიტეტს შორის მეგობრობული კავშირების გაძლიერებას.
შეხვედრის შემდეგ, ელჩი იშიძუკა, ბატონ იამანაკასთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ სახალხო დღესასწაულს „კასპობა 2026“-ს დაესწრო. მისალმებელ სიტყვაში ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის მზარდ კავშირებს და აღნიშნა ორ მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა, როგორც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ხელს უწყობს მეგობრობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.





