ელჩი იშიძუკა 2026 წლის გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო

2026/10/13
10 ოქტომბერს, საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ „გურჯაანის ღვინის ფესტივალს“ დაესწრო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული მეღვინეობის მდიდარი ტრადიციები და მემკვიდრეობა, მათ შორის იშვიათი ჯიშის ყურძნები, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია და ტრადიციული ქართული სამზარეულო. ასევე, გაიმართა ღვინის მასტერკლასები და სხვა კულტურული ღონისძიებები.

ქართული ღვინის მწარმოებლების პროდუქციასთან ერთად, სპეციალურ სტენდზე წარმოდგენილი იყო ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ იოიჩის ღვინოები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და გაცნობოდნენ იოიჩის მეღვინეობის ტრადიციებს.

იოიჩის ღვინის მონაწილეობა გურჯაანის ღვინის ფესტივალში, ნათლად ასახავს იაპონიასა და საქართველოს ღვინის მწარმოებელ რეგიონებს შორის მზარდ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას.
 
ღონისძიების შესახებ:
・თარიღი: შაბათი, 10 ოქტომბერი 2026 წელი
・ადგილმდებარეობა: ახტალის პარკი
・მისამართი: თამარ მეფის ქუჩა 9, გურჯაანი