ელჩი იშიძუკა დაესწრო ''თბილისი ფოტო ფესტივალი 2026''-ის გახსნას

2026/10/16
15 ოქტომბერს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფების გამოფენის - “PROVOKE(D): იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ენა“ და ‘‘ქვიშის დიუნის’’ გახსნის ცერემონიას, რომელმაც 2026 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის დასაწყისი აღნიშნა. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში.

აღნიშნული გამოფენები გაიმართა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის, თბილისის ფოტო ფესტივალისა და ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის ცენტრის ორგანიზებით, კიოტოს ატელიე „ბენრიდოსთან" თანამშრომლობით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და იაპონიის ფონდის მხარდაჭერით.

აღნიშნული გამოფენა წარმოდგენს იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის ოსტატთა პირველ მასშტაბურ გამოფენას საქართველოში. ნამუშევრები წარმოდგენილია ატელიე „ბენრიდოს" მიერ დამზადებული კოლოტიპური ანაბეჭდების სახით. „ბენრიდო" მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან სახელოსნოთა შორისაა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ამ ტრადიციულ საბეჭდ ტექნიკას.

სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა იშიძუკამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და ატელიე „ბენრიდოს". მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველი სპეციალისტებისთვის კოლოტიპიის ტექნიკის გაცნობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს კოლოტიპური ბეჭდვის ტექნიკური ოსტატობისა და მხატვრული ღირებულების მომავალი თაობებისთვის გადაცემას. გარდა ამისა, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხიდად იქცევა.

გამოფენა 2027 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.