იაპონურ ენაზე სიტყვით გამოსვლის IV კონკურსი - განაცხადის მიღება

2026/10/16
2026 წლის 28 ნოემბერს (შაბათი), თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, იაპონიის საელჩო საქართველოში რიგით მე-4 იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსს ჩაატარებს. აღნიშნული კონკურსი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი უნარები, ასევე სხვა მოსწავლეებთან კომუნიკაციით გაიღრმავონ ცოდნა იაპონიის შესახებ და განახლებული მოტივაციით განაგრძონ იაპონური ენის შესწავლა.  
 
  • თარიღი და ადგილი:
    • 28 ნოემბერი (შაბათი) 2026, 11:00-17:30 (TBD)
    • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, Auditorium Magnum
 
  • წლევანდელი ზოგადი თემატიკა:
    • იაპონური კულტურა
 
  • განაცხადის მიღების პერიოდი:
    • 23 ოქტომბერი (პარასკევი) – 10 ნოემბერი (სამშაბათი) 2026
 
 
  • შენიშვნა:
სიტყვით გამოსვლის კონკურსი შედგება სამი დონისგან: დამწყები, საშუალო, მაღალი. ეს დონეები შეიძლება იყოს დაყოფილი ან შეერთებული აპლიკანტების რაოდენობიდან გამომდინარე. აპლიკანტების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს განაცხადების შერჩევა ან/და აპლიკანტს მიენიჭოს სხვა დონე. ამის შესახებ აპლიკანტები ინფორმაციას მიიღებენ ელ-ფოსტით 2026 წლის 20 ნოემბერს.
 
 
 
  • თემა თითოეული კატეგორიისთვის:
    • დაწყებითი დონე:
「私の初めての日本語授業」
「日本文化との初めての出会い」
※აირჩიეთ ერთ-ერთი თემა (დროის შეზღუდვა - 3 წუთი)
 
  • საშუალო დონე:
「日本人とジョージア人との『当たり前』の違い」
「日本の食文化から見る日本人の生活」
※აირჩიეთ ერთ-ერთი თემა (დროის შეზღუდვა - 3 წუთი)
 
 
  • მაღალი დონე:
「日本の住まいについて」
「日本人の装いについて」
※აირჩიეთ ერთ-ერთი თემა (დროის შეზღუდვა - 3 წუთი)
 
 
  • შენიშვნები:
სიტყვით  გამოსვლისას ფურცლების/ჩანაწერების გამოყენების შემთხვევაში მოხდება ქულების დაკლება
მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი შემოქმედებითი შესრულებებისგან, როგორიცაა სიმღერა, ცეკვა, ლექსის მხატვრული კითხვა და საპრეზენტაციო მასალების გამოყენება. 
 
  • მოთხოვნები:
    • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
    • არ უნდა იყოს მოქმედი იაპონური ენის მასწავლებელი
    • წარსულში გამარჯვებულები მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ამაღლებული დონის კატეგორიაში (მაგ., წინა წლებში გამართულ კონკურსში დაწყებითი დონის გამარჯვებულს ამჯერად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საშუალო ან მაღალი დონის კატეგორიაში.)
    • წარსულში მაღალი დონის კატეგორიის გამარჯვებულებს შეუძლიათ კვლავ მიიღონ მონაწილეობა იმავე კატეგორიაში.
 
  • თითოეული დონის მოთხოვნები:
※ იაპონური ენის ცოდნის ტესტის (JLPT) და JLCAT  სერტიფიკატის მფლობელებმა განაცხადის შეტანისას სერტიფიკატები ციფრულ ფორმატში უნდა წარმოადგინონ
 
JLPT (იაპონური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი)
https://www.jlpt.jp/sp/e/about/levelsummary.html
JLCAT (იაპონურ ენაზე კომუნიკაციის უნარების ტესტი)
https://jlcat.org/examination_details.html
 
  • დამწყები დონის კატეგორია:
    • JLPT N5 ან N4 დონე
    •  JLCAT A1 ან A2 დონე
          
       
  • საშუალო დონის კატეგორია:
    • JLPT N3 დონე
    • JLCAT B1 დონე  
       
  • მაღალი დონის კატეგორია:
    • JLPT N1 და N2 დონე
    • JLCAT C1 დონე
 
 
  • დამატებითი შენიშვნები:
    • თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელ დონეზე უნდა შეიტანოთ აპლიკაცია, გთხოვთ, მიმართოთ საელჩოს.
    • ვინც იაპონიაში ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა, ავტომატურად მოხვდება მაღალი დონის კატეგორიაში, ზემოთ ჩამოთვლილი სერტიფიკატის არქონის მიუხედავად
 
  • შეფასების კრიტერიუმები:
    ჟიურის წევრები შეაფასებენ კონკურსანტებს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით:
     
    ა: გამოსვლის შინაარსი (40 ქულა)
    • ორიგინალურობა (არამხოლოდ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, არამედ გამომსვლელის პირადი მოსაზრებებიც. ასევე, მესამე პირისთვის რამდენად საინტერესო იქნება მოცემული თემა)
    • არგუმენტაცია
    • თემის სტრუქტურა და თანმიმდევრულობა
  • ბ: წარდგენისა და მიწოდების უნარი (30 ქულა)
    • გამოთქმა
    • წარდგენისა და მიწოდების უნარი
  • გ: კითხვებზე პასუხი (30 ქულა)
    • იაპონურად გამოთქმის უნარი
    • კითხვის სწორად გააზრება და პასუხი
 
 
  • ჯილდოები:
I ადგილის სიგელი
II ადგილის სიგელი
III ადგილის სიგელი
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის
 
  •  სააპლიკაციო დოკუმენტები:
ქვემოთ მოცემულ სააპლიკაციო ფორმაში შეავსეთ დეტალები და ატვირთეთ საჭირო დოკუმენტები 2026 წლის 10 ნოემბრამდე.
  • სააპლიკაციო ფორმა
  • JLPT/JLCAT სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • სიტყვით გამოსვლის ტექსტი იაპონურ და ქართულ ენაზე
※ გთხოვთ, ტექსტის ზედა ნაწილში მიუთითოთ თქვენი სრული სახელი
 
 
  • საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ კონკურსის აღმასრულებელ ოფისს (კულტურის დეპარტამენტი იაპონიის საელჩოში):  culture@tb.mofa.go.jp