ტოიოტა კავკასიის დაჯილდოება ელჩის სიგელით
2026/11/4
3 ნოემბერს, ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, ტოიოტა კავკასიას ელჩის სიგელი გადასცა.
2006 წელს დაარსების დღიდან, ტოიოტა კავკასიამ როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა იაპონურმა კომპანიამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამების ფარგლებში კი, კომპანია მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს ადგილობრივი თემის მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ტოიოტა კავკასია აქტიურად უწყობს ხელს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირების გამყარებას.
კომპანიის მიღწევების აღიარების ნიშნად, ელჩმა იშიძუკამ ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტს, ბატონ ტოშინარი საკაბეს სიგელი გადასცა.
※იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.