იაპონიის ელჩის რეზიდენციაში თიბისის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham Georgia) და იაპონიის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით იაპონური სამზარეულოსა და საკეს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
2026/11/11
10 ნოემბერს, საქართველოში იაპონიის საელჩოს, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და TBC ბანკის ერთობლივი ორგანიზებით, იაპონური სამზარეულოსა და საკეს პოპულარიზაციის, ასევე იაპონური კომპანიების მხარდაჭერის მიზნით, ელჩის რეზიდენციაში მიღება გაიმართა. მიღებას დაესწრო დაახლოებით 60 სტუმარი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორისა და საქართველოში მოქმედი იაპონური კომპანიების წარმომადგენლები.
დასაწყისში, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, ისაუბრა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას საკესა და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ორ ერს მჭიდროდ აკავშირებს საკესა და ღვინის კულტურა და წარმოების ისტორია.
ელჩის სიტყვის შემდეგ, მიღების თანაორგანიზატორმა, TBC ბანკმა, სტუმრებს ‘’შუა დერეფნის’’ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ხოლო ცნობილმა ქართველმა სომელიემ, ზაზა გრიგალაშვილმა, იაპონური საკეს შესახებ ისაუბრა.
მიღების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული იაპონური ‘’კაგამი-ბირაკის’’ ცერემონია, რის შემდეგაც იაპონიის ელჩმა სადღეგრძელო წარმოთქვა. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონური კულინარიის გამორჩეულ ნიმუშებს, აგრეთვე იაპონურ საკესა და ვისკის. გარდა ამისა, გაიმართა სუშის მომზადების საჩვენებელი მასტერკლასი, რომელსაც საქართველოში იაპონიის საელჩოს შეფ-მზარეული, იუკო კანეზაკი, უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იაპონური კომპანიის, ‘’ტოიოტა კავკასიის’’ სარეკლამო ვიდეორგოლი.