შემოწირულობები 2024 წლის ნოტოს ნახევარკუნძულის მიწისძვრაში დაზარალებულებისთვის
2024 წლის 1 იანვარს, ნოტოს ნახევარკუნძულზე, იშიკავას პრეფექტურაში მომხდარი მიწისძვრის (ნოტოს ნახევარკუნძულის მიწისძვრა) შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, იაპონიის საელჩომ საქართველოში გახსნა საბანკო ანგარიში. შემოსული თანხა, დაზარალებულთა დახმარების მიზნით, სრულად გადაერიცხება იაპონიის მთავრობას.
გვინდა, თითოეულ თქვენგანს გადავუხადოთ დიდი მადლობა თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის.
თანხის ჩარიცხვისთვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: BANK OF GEORGIA (29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia)
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE33BG0000000586433698
მიმღების დასახელება: THE EMBASSY OF JAPAN IN GEORGIA
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რიგ შემთხვევებში, თანხის ჩარიცხვისას შესაძლოა დაგეკისროთ საკომისიო.