მოძრაობის შეზღუდვა და აეროპორტების გადატვირთულობა ოსაკას G20 სამიტის გამო

2019/6/6
27 ივნისიდან (ხუთშაბათი) 30 ივნისამდე (კვირა) დიდი ოცეულის სამიტის ჩატარების გამო ოსაკას მთავარ მაგისტრალებსა და გზებზე მოსალოდნელია მოძრაობის შეზღუდვა. ვიზიტორებს ვურჩევთ გამოიყენონ მატარებელი, რადგან მასზე ნაკლებად იმოქმედებს შეზღუდვები.
 
გთხოვთ ეფექტიანად გამოიყენოთ დრო კანსაის რეგიონის სამი აეროპორტით (კანსაის საერთაშორისო აეროპორტი, ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი (აეროპორტი იტამი) და კობეს აეროპორტი) სარგებლობისას, რადგან აღნიშნულ აეროპორტებში დაწესებული იქნება შეზღუდვები. კონკრეტულად, კანსაისა და ოსაკას საერთაშორისო აეროპორტებში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები და პოლიცია შეამოწმებს მგზავრობისათვის განკუთვნილ დოკუმენტაციას: ავიაბილეთებს, ელექტრონულ ბილეთებს და დაჯავშნილ ბილეთებს. გთხოვთ, მზად იყავით, ჩამოთვლილი დოკუმენტაციის დროულად წარმოსადგენად. პირებს, რომლებსად არ გააჩნიათ ბილეთებს, შეუმოწმებენ ბარგს.
 
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შეზღუდვებს და ითანამშრომლოთ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ შემდეგ ვებ-გვერდს:
  • G20-ის ოფიციალური ვებ-გვერდი
https://www.g20.org/en/ 
  • ოსაკას პრეფექტურის პოლიციის ოფიციალური ვებ-გვერდი
https://www.police.pref.osaka.lg.jp/topics/G20/7402.html (ხელმისაწვდომია მხოლოდ იაპონურ ენაზე)
  • კანსაის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური ვებ-გვერდი
https://www.kansai-airport.or.jp/en/notices/g20 
  • ოსაკას საერთაშორისო აეროპორტის (აეროპორტი იტამი) ოფიციალური ვებ-გვერდი
https://www.osaka-airport.co.jp/en/notices/g20