გამოფენის „მე მიყვარს სუში“ გახსნის ცერემონია
2022/8/12


12 აგვისტოს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა იაპონიის ფონდის მოგზაური გამოფენის „მე მიყვარს სუში“ გახსნის ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი გივიაშვილი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი სუძუკი ტოშიუკი. გამოფენა 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები უკეთ გაეცნობიან იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილ სუშის, რაც იაპონურ სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ისიამოვნებენ იაპონური კულტურით.