2019 წლის ფისკალური წლის საგრანტო დახმარება კულტურული საგრანტო პროექტისათვის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის ცენტრის გაუმჯობესების მიზნით
2020/3/9
იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუგრძელოს გრანტი 10,921 აშშ დოლარის ოდენობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის ცენტრის გაუმჯობესების მიზნით. 2020 წლის 6 მარტს იაპონიის ელჩმა ბატონმა უეჰარა ტადაჰარუმ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიგა ზედანიამ, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.
იაპონიის მთავრობის ზემოაღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს იაპონური ენის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უნივერსიტეტის იაპონიის ცენტრში და იაპონური ენის ცოდნის დონის ამაღლებას საქართველოში.
იაპონიის მთავრობის ზემოაღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს იაპონური ენის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უნივერსიტეტის იაპონიის ცენტრში და იაპონური ენის ცოდნის დონის ამაღლებას საქართველოში.