ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული სასაზღვრო ზომების გაძლიერება: სავიზო შეზღუდვები (27/07/2020)

2020/7/27

1.     1 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე  "ახალი ზომები სასაზღვრო ზომების გასაძლიერებლად" იქნა მიღებული.  გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უცხო ქვეყნებში  კორონავირუსის  გავრცელების ფონზე და, ასევე, პროაქტიული ღონისძიებებისათვის, როგორიცაა საზღვრის კონტროლი და სხვა ქვეყნების ღონისძიებებთან თანხვედრა, რათა შეიზღუდოს ინფექციის შემდგომი გავრცელება.

2.     ღონისძიებები მოიცავს სავიზო შეზღუდვებს, რომლებიც ძალაში შევა 2020 წლის 3 აპრილის დილის 00:00 საათიდან (იაპონიის სტანდარტული დრო (JST)) აპრილის ბოლო დღემდე. (შესაძლებელია შეზღუდვების პერიოდის გახანგრძლივება.)

შესაბამისად:

(1)    შეჩერდება მოქმედება ყველა ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზისა, რომელიც გაიცა საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ 2020 წლის 2 აპრილის ჩათვლით.

(2)    შეჩერდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

  • ზემოთ-აღნიშნული ზომები გაგრძელდა 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე (JST)

3.     შედეგად, ქვემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს არ მიეცემათ იაპონიაში შესვლის  უფლება 2020 წლის 3 აპრილის დილის 0:00 საათიდან (JST).

(1)    მათ, ვინც აპირებენ იაპონიაში შესვლას ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზით, რომელიც გაცემულია 2020 წლის 2 აპრილის ჩათვლით საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ.

(2)    იმ პასპორტების მფლობელებს, რომლეთა გამცემი ქვეყნების მიმართ შეჩერებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ისინი გეგმავენ იაპონაში შესვლას ვიზის გარეშე.

4.     უახლესი ინფორმაცია სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებული ზომების შესახებ გამოქვეყნდება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საელჩოების და გენერალური საკონსულოების ვებ-გვერდებზე. იაპონიაში მგზავრობის დაგეგმვის წინ, გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ ვებ-გვერდებს, რადგან ისინი მუდმივად განახლდება.