საგრანტო პროექტის ხელმოწერა: მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იაპონიის საელჩო საქართველოში
2019 წლის 3 დეკემბერს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო კონტრაქტს პროექტისთვის: „მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში.“ პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნების საფუძველზე. საგრანტო პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და თუშეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა - ბატონმა ზურაბ ბაბულაიძემ. პროექტის ფარგლებში, თუშეთს გადაეცემა მძიმე ტექნიკა გზების მოსაწესრიგებლად, რათა გაიზარდოს თუშების მობილობა და წვდომა სხვადასხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 74’400 აშშ დოლარი.
ადგილმდებარეობა