საგრანტო პროექტის ხელმოწერა: სამედიცინო ტექნიკის შეძენა სოფელი ნიქოზში, გორის მუნიციპალიტეტში ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში
2019/11/19
2019 წლის 19 ნოემბერს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო კონტრაქტს პროექტისთვის: „სამედიცინო ტექნიკის შეძენა სოფელ ნიქოზში, გორის მუნიციპალიტეტში“. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნების საფუძველზე. საგრანტო პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ხელმძღვანელმა - ბატონმა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა. პროექტის ფარგლებში, ნიქოზის სოფლის ამბულატორიას გადაეცემა სამედიცინო ტექნიკა, რაც გაზრდის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 64’643 აშშ დოლარი.

ადგილმდებარეობა





ადგილმდებარეობა
